ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას

ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
მან რადიკალური ოპოზიციის ქმედებები შეაფასა.
„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა – ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. სამწუხაროდ, ვამბობ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ გარეთ ყურება და ისინი, ასევ ვთქვათ, გარეთ ეძებენ მოთამაშეებს იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკა აკეთონ და შიდა პოლიტიკაში როლი ითამაშონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.