ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ვხედავთ ისტორიული აბრეშუმის გზის ხელახალ აღორძინებას და სლოვაკეთს სურს, თავისი როლი შეასრულოს აღნიშნულ პროცესში“ – სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი

„ვხედავთ ისტორიული აბრეშუმის გზის ხელახალ აღორძინებას და სლოვაკეთს სურს, თავისი როლი შეასრულოს აღნიშნულ პროცესში“ – სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე „გლობალური ვაჭრობის განახლება“ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა ვლადიმირ სიმონიაკმა აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ პროცესში სლოვაკეთის ჩართულობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის დიდი პატივია თბილისში ვიზიტი. ისტორიული აბრეშუმის გზა ჩვენს წინაშე ხელახალ აღორძინებას განიცდის. სლოვაკეთი ევროპის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია სამანქანო და ინდუსტრიული წარმოების მხრივ და მას სურს, თავისი როლი შეასრულოს აღნიშნულ პროცესში“ - აღნიშნა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეხუთედ ტარდება თბილისში და მასში მონაწილეობენ
მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ტრადიციულად, წარმომადგენლობითი და სექტორულად მრავალფეროვანია, რომელსაც - 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატი ესწრება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.