ვფიქრობ, CNN უნდა გაიყიდოს –

ვფიქრობ, CNN უნდა გაიყიდოს –
-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამბობს, რომ ტელეარხი CNN უნდა გაიყიდოს. ის ფიქრობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად CNN-ს მართავენ და რომლებიც არაკეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფს წარმოადგენენ, აღარ უნდა მიეცეთ კომპანიის მართვის გაგრძელების უფლება.
“ვფიქრობ, რომ ადამიანებს, რომლებმაც CNN-ი გაანადგურეს, (სხვათა შორის, არავინ უყურებს, ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს), ტელეარხის მართვის უფლება აღარ უნდა მიეცეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შეთანხმება გარანტირებული უნდა იყოს. CNN-ი უნდა იყოს შეთანხმების ნაწილი, ან ცალკე გაიყიდოს. არ მგონია, რომ თაღლითი ადამიანების ჯგუფმა, რომელიც ამჟამად კომპანიას მართავს, მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს. ვფიქრობ, რომ CNN-ი უნდა გაიყიდოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით