ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთი არ არის რუსეთის მარიონეტი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, რომელმაც სერბეთს „რუსეთის მარიონეტი“ უწოდა. ამის შესახებ N1info იუწყება.

მან დასძინა, რომ სერბეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის რუსეთის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ან ვინმე სხვა ქვეყნის მარიონეტი.

ვუჩიჩი ამბობს, რომ სერბეთი ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით.

„ჩვენ არ ვართ მორჩილი და გავაგრძელებთ დამოუკიდებელ პოლიტიკას როგორც რუსეთის ფედერაციასთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებით“, - აცხადებს ვუჩიჩი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.