ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს NDI-ს მიმართ და ეს ისტორია მახსენდება – ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან

ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს NDI-ს მიმართ და ეს ისტორია მახსენდება – ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან
ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს NDI-ს მიმართ მასპინძლობისთვის და ეს ისტორია მახსენდება – ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წნორში NDI-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, სადაც „ლელოს“ და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები გააცნეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ოპოზიცია კარგად უნდა ხვდებოდეს, რა პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან ქიზიყში და არამარტო იქ.
„ერთი ასეთი ისტორია გვაქვს ქიზიყში. იცით, რომ ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და ადვილადაც არ თმობდა ამას. ერთხელაც ბატონობის ერთი მორიგი კანდიდატი ჩამოსულა ქიზიყში. სოფელი ანაგის ცენტრში მისულა, სკამი მოუთხოვია, შემდგარა ამ სკამზე და დაუწყია მიმართვა: მე თქვენი ახალი ბატონი ვარო, ახლა ახალი ცხოვრება იწყებაო, თვეში ეს და ეს უნდა მომიტანოთო და ამა და ამ წესებით უნდა იცხოვროთო. მოკლედ, ბევრი ილაპარაკა და ხალხიც შემოეცალა. ბოლოს ერთი კაციღა დარჩენილა. გახედა საბატონემ ამ კაცს და, აი, შენ კაი კაცი ჩანხარ, რახან ასე გულდასმით მისმენდი და ამიტომ შენ დაგნიშნავ მოურავადო. იმ კაცმა ჯოხის წვერით ქუდი გვერდზე გადაიწია, მზისგან მოჭუტული თვალებით გახედა და, მოურავი კი არა, ჩემ სკამზე დგახარ, ჩამო, სახლში უნდა წავიდეო.
ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს „ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიმართ ამ სააგიტაციო მგზავრობის მასპინძლობისთვის (!) და ეს ისტორია მახსენდება. ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან… და არამარტო ქიზიყში“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
Previous: ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს – დავით მაღრაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება