პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვუსურვებთ ირაკლი კობახიძეს, წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს – საფრანგეთის ელჩი

ვუსურვებთ ირაკლი კობახიძეს, წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს – საფრანგეთის ელჩი
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას გამოეხმაურა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიცით ახალი პრემიერ-მინისტრის გეგმა. ვუსურვებთ მას და ქართველ ხალხს, რომ მან წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატების წინაშე მოხსნებით წარდგა. მოხსენებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები ესწრებოდნენ.
Previous: რას არ მოესწრება ადამიანი – ყოფილი კოლეგისგან ისეთ რამეს რომ მოისმენ, რასაც ერთად ვებრძოდით – „ნაცმოძრაობის“ ნარატივს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.