არქივი14 დეკემბერი, 2023, 19:34
ვულოცავ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - ხავიერ კოლომინა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.
"ვულოცავ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას! ისტორიულ დღეს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს," - განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.