ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების ეტაპს EU-ში. დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ საქართველოც მალე შეუერთდება მათ რიგებს:
“ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე!
გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევაზე
დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება” წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. ქვეყნების EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.