“ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 91 წლის იუბილეს! უდიდესია მისი ღვაწლი სასულიერო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით” – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორის იუბილეს პოლიტიკოსები ულოცავენ. “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მილოცვის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ქვეყნის წინაშე მის ღვაწლს გაუშვა ხაზი.
“ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წლის იუბილეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და სულიერების სათავეში დიდხანს ყოფნას.
უდიდესია მისი ღვაწლი სასულიერო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას, ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ.
ბედნიერია ჩვენი თაობა იმით, რომ თითოეული ჩვენგანი მისი მოღვაწეობის უშუალო თანამონაწილე ვართ,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც