ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვულოცავ კლაუდია შეინბაუმს მექსიკის პირველ ქალ პრეზიდენტად არჩევას - პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კლაუდია შეინბაუმს მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ კლაუდია შეინბაუმს მექსიკის პირველ ქალ პრეზიდენტად მის ისტორიულ არჩევას. ამ მღელვარე დროში, კიდევ ერთი ქალი ლიდერის ნახვა შთამაგონებელია. მოუთმენლად ველი საქართველოსა და მექსიკის ურთიერთობების გასაძლიერებლად ერთად მუშაობას!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ მექსიკაში ისტორიულ არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოშობით ებრაელი და პროფესიით კლიმატოლოგი, მეხიკოს ყოფილი მერი კლაუდია შეინბაუმი გახდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. ხმის მისაცემად 98 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.