ვულოცავ ირაკლი კობახიძეს! ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას – ევროკიმისარი ოლივერ ვარჰეი
ვულოცავ ირაკლი კობახიძეს! ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას – ევროკიმისარი ოლივერ ვარჰეი
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია საქართველოსთვის, რადგან არჩევნები გაიმართება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და მის ეკონომიკურ განვითარებაში”, – აღნიშნა ევროკომისარმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.