არქივი15 დეკემბერი, 2023, 06:25
ვულოცავთ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, დიდებული სამუშაოა შესრულებული ამ ორი ქვეყნის მიერ - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ვულოცავთ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. დიდებული სამუშაოა შესრულებული ამ ორი ქვეყნის მიერ და ეს დიდი ნაბიჯია ხალხისთვის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ „ტვიტერშია“ აღნიშნული.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.