ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ვუერთდებით შვილებისა და ნათესავების მწუხარებას“ – სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის პედაგოგი, თამარ ხუციშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საჯარო სკოლა ფეისბუკგვერდზე ავრცელებს და გარდაცვილის ოჯახს უსამძიმრებს.
„ჩვენი სკოლის უნიჭიერესი და უერთგულესი პედაგოგის, ქალბატონი თამარ ხუციშვილის გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლელიანის საჯარო სკოლის მთელი პედაგოგიური კოლექტივი და ყველა თანამშრომელი, ვუერთდებით შვილებისა და ნათესავების მწუხარებას, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.