ვრცელდება ტრაგედიამდე გადაღებული ვიდეო - საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას "სქაი თრეველის" დამფუძნებელი ემსხვერპლა
ასურეთთან, საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა.
გავრცელებული ცნობით, საფრენ აპარატში შემთხვევის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი ფრინავი დაიღუპა.
ერთ-ერთი დაღუპული "სქაი თრეველის" დამფუძნებელი რევაზ უთურგაურია.
"მივდივარ ფოთში, მთლიან საქართველოს უნდა გადავუფრინო საჰაერო ბურთით. აქამდე ეს არავის გაუკეთებია. ეს უნდა იყოს რეკორდული ფრენა", - ამბობს ვიდეოში უთურგაური, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.