„ვოუკიზმს“ უპირისპირდება დღეს თავად ამერიკელების და ევროპელების პროგრესული საზოგადოება, საქართველოში კი თურმე ეს „რუსეთუმეობა“ ყოფილა

ფაქტია, დღეს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევას უმკლავდება და დგას იმ პროგრესული მსოფლიოს გვერდით, რომლისთვისაც კაცობრიობის მარადისობას მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებების დაცვა განაპირობებს, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, „ვოუკიზმს“ უპირისპირდება ამერიკელი და ევროპელი პროგრესული საზოგადოება, საქართველოში კი ასეთ საზოგადოებას „რუსეთუმედ“ მიიჩნევენ.
„უკვე მერამდენედ აკეთებენ ღია განცხადებებს „ვოუკიზმის” წინააღმდეგ ამერიკის და ევროპის მოაზროვნე საზოგადოების წარმომადგენლები. ამაზე ისაუბრა დღეს სატელევიზიო გადაცემაში ამერიკელმა რესპუბლიკელმა, პოლიტიკოსმა ვივეკ რამასვამიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების და რეალური თემების ჩანაცვლება woke (ვოუქ) საკითხებით, რაც რწმენის ნაკლებობამ გამოიწვია.
Wokeism (პროგრესული ლიბერალიზმი) არის ამერიკაში წარმოშობილი ლიბერალიზმის უკიდურესად მძაფრი ფორმა, რომელიც ანადგურებს თავად კლასიკური ლიბერალიზმის მოდელს. ეს არის ის, რასაც ამერიკელი დემოკრატები კაცობრიობის განვითარების უმაღლეს დონედ მიიჩნევენ. თანამედროვე მსოფლიოს კონსერვატიულად მოაზროვნე საზოგადოება კი კაცობრიობის აღსასრულად მიიჩნევს და ლიბერალურ ფაშიზმს უწოდებს.
„ვოუკიზმი” გაბატონებულია ევროპაშიც. სამწუხაროდ, სწორედ ამ იდეოლოგიით იმართება ძირითადად დღეს ევროკავშირი, მაგრამ არა მასში შემავალი ყველა სახელმწიფო. სახელმწიფოებრივი ინდივიდუალიზმის და იდენტობის მომხრე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები ღიად უპირისპირდებიან ამ მიმდინარეობას, თუმცა, ლიბერალიზმის ეს უკიდურესი ფორმა ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია.
დღეს „ვოუკიზმს” უპირისპირდება თავად ამერიკელების და ევროპელების დიდი ნაწილი, საქართველოში კი თურმე ეს „რუსეთუმეობა” ყოფილა. ამ იარლიყს აკრავენ „პროგრესული”, სინამდვილეში კი ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეებს.
თუ როგორი პროგრესულია ქალის კაცად, კაცის ქალად გადაკეთება და სამყაროს შემოქმედის ერთადერთი ჭეშმარიტების უარყოფა, ეს მართლაც პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებისთვის მიგვინდვია.
ფაქტია, დღეს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევას უმკლავდება და დგას იმ პროგრესული მსოფლიოს გვერდით, რომლისთვისაც კაცობრიობის მარადისობას მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებების დაცვა განაპირობებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია