ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება...

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება...

"ჩვენი პირველი გზავნილი მიემართება საქართველოს ხელისუფლებას: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება... მეორე, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ, ვინც სასტიკად დააკავეს და პატიმრობაში არასათანადოდ მოეპყრნენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მათ შორისაა ელენე ხოშტარია. ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ, უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სასტიკად დაკავებული პატიმარი" - თქვა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროკომისარმა ვოპკე ჰოეკსტრამ, რომელმაც კაია კალასის სახელით ისაუბრა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.