ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი Taurus-ის რაკეტებზე - არის თემები, რომლებზეც მე და კანცლერი მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ ვისაუბრებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი Taurus-ის რაკეტებზე - არის თემები, რომლებზეც მე და კანცლერი მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ ვისაუბრებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანიასთან Taurus-ის რაკეტებთან დაკავშირებით დიალოგი გრძელდება, თუმცა არა საჯარო დონეზე, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეარხ RTL-ს განუცხადა.
უკრაინისთვის Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხზე კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა: „ამ მიმართულებით ვმუშაობთ“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ განხილვა კონფიდენციალურად და კულისებში მიმდინარეობს.
„არსებობს გარკვეული თემები, რომლებთან დაკავშირებითაც მე და კანცლერი მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ განვიხილავთ. მე მას ამას დავპირდი და ჩემს დაპირებას ვასრულებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.