პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ნოემბერს უნგრეთში ჩავა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ნოემბერს უნგრეთში ჩავა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

7 ნოემბერს ზელენსკი ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისიდან პირველად ეწვევა უნგრეთს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, ის ბუდაპეშტი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავა, რომელზეც იგი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - უნგრეთის - პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიიწვიეს.
“მადლობელი ვარ მოწვევისთვის. და განვიხილავთ ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე ახალ შესაძლებლობებს ყველა პარტნიორისთვის. იქნება რიგი შეხვედრები, რიგი შეთანხმებულობები ევროპულ ლიდერებთან,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ზელენსკი უნგრეთში ვიზიტით 2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან არ ყოფილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.