არქივი20 ოქტომბერი, 2025, 20:24
ვოლოდიმირ ზელენსკი 24 ოქტომბერს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა პარასკევს, 24 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში შედგება.
Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას პირადად დაესწრება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.