ხარკოვზე თავდასხმაზე – არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს, სუფთა ტერორიზმია, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, ეს რაღაც თამაში არ არის – დაუსჯელობას გრძობს

რუსების მიერ ხარკოვზე დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი დაჭრილია, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სუფთა ტერორიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“ამ მომენტისთვის ხარკოვში 40-ზე მეტი დაჭრილისა და ერთი გარდაცვლილი ადამიანის შესახებაა ცნობილი რუსული ავიაბომბების დარტყმის შედეგად.
მორიგი სასტიკი მკვლელობა. ავიაბომბები სამოქალაქო პირებზე ქალაქში – გვერდით საბავშვო რკინიგზაცაა. ამას არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმი. და ეს ფართომასშტაბიანი ომის სამ წელზე მეტია გრძელდება.
ამის იგნორირება არ შეიძლება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. და ეს რაღაც თამაში არ არის. ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ დაუსჯელობას გრძნობს. საჭიროა რუსეთის მშვიდობისკენ მკაცრად იძულება,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”