ვოლოდიმირ ზელენსკი – ძალიან რთულ მომენტში ვართ, მაგრამ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია რუსეთის შეჩერება, რათა უკრაინის განადგურება და მესამე მსოფლიო ომი არ დაუშვან.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა, რომ ომი წელს დასრულდეს.
„უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, გვჯეროდეს ხალხის, უკრაინის, გვჯეროდეს ჩვენი პარტნიორების და გვჯეროდეს მსოფლიოსი. ყოველი ომი მთავრდება. ძალიან რთულ მომენტში ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, რუსეთის შეჩერება ამ ომით მაინც შესაძლებელია. შესაძლებელია, არ დავუშვათ უკრაინის განადგურება, ჩვენი ერის განადგურება, შესაძლებელია გლობალური მიგრაციის თავიდან აცილება, მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ