არქივი29 დეკემბერი, 2025, 00:26
ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა გუნდებმა სტრატეგიაზე ისაუბრონ - როგორ ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ მშვიდობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალე იქნება მიღწეული.
ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის წინ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყურადღება 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასა და შეთანხმების თანმიმდევრობაზე გამახვილდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდებმა სტრატეგიაზე ისაუბრონ - როგორ ვიმოქმედოთ ეტაპობრივად და მივაღწიოთ მშვიდობას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მან დასძინა, რომ გეგმის დაახლოებით 90% გუნდებმა განიხილეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.