ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით

ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენს ზურგს უკან და ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით. არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, არავითარი გადაწყვეტილება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს. თუ ჩვენ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაშინ დავმარცხდებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე ვერ დათანხმდება.
„გვჯერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის საფუძველი ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, ან თუ ეს არა, მაშინ პირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სხვა ნატო შევქმნათ, აქ, უკრაინაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.