ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე, პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში - ახალ წლამდე ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება

ვოლოდიმირ ზელენსკი - შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე, პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში - ახალ წლამდე ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უახლოეს მომავალში მაღალი დონის შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, აშშ-თან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ჰქონდა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
„არც ერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე - პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.