ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ პოლონეთში რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის უკან რუსული კვალია

ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ პოლონეთში რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის უკან რუსული კვალია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს ესაუბრა.
„პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარი დივერსიული აქტების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისა და დაზვერვის სამსახურებისგან მიღებული დეტალები გამიზიარა. დივერსიის მოსაწყობად და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის დასაწყებად სოციალური პლატფორმა „ტელეგრამი“ იქნა გამოყენებული“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა პოლონეთთან თანამშრომლობისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის მზად არის.
„ჩვენი ინფორმაციაც იგივეა: ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ ამის უკან რუსული კვალია. ამით რუსების გარდა არავინ არის დაინტერესებული. შევთანხმდით, რომ უკრაინულ-პოლონურ ჯგუფს შევქმნით, რომელიც მომავალში რუსული მხარის მიერ მსგავსი სიტუაციების შექმნის თავიდან აცილების მიზნით იმუშავებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.