არქივი16 ნოემბერი, 2024, 16:15
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ახლა უკრაინაში სარაკეტო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ოთხი ტიპის რაკეტის გამოცდა მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.