– ყველაზე რთულ საკითხებად ტერიტორიები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და აღდგენის ფული რჩება

ყველაზე რთულ საკითხებად ტერიტორიები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და აღდგენის ფული რჩება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ყველაზე რთული საკითხები იყო და რჩება. ეს უკრაინის ტერიტორიაა. შემდეგ – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. მესამე საკითხი – ფული აღდგენისთვის. არის კიდევ რამდენიმე ტექნიკური საკითხი უსაფრთხოების გარანტიებზე, მონიტორინგის ფორმატზე და ა.შ. თუ ჩვენ 20-პუნქტიან გეგმაზე ვსაუბრობთ. აქ საკითხი გადაკვეთის წერტილებში არაა, არამედ იმაში, რომ დღეისთვის, სწორედ ამ მომენტში, ამ დროისთვის, ჩვენი ხედვა გადავეცით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისინი რუსეთთან ისაუბრებენ და პასუხს ველით…
რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს კეთილდღეობაზე, ანუ აღდგენაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე, ასევე გადავეცით ჩვენი ხედვა და -მა გვითხრა რისთვის არიან მზად. ახლა იქნება ჩვენი ჯგუფის საუბარი ამერიკულ მხარესთან ფლორიდაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია