ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზის შესახებ - თითქმის იქ ვართ, სადაც გასულ წელს ვიყავით

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზის შესახებ - თითქმის იქ ვართ, სადაც გასულ წელს ვიყავით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები თითქმის იმავე პოზიციებზე არიან, რომელზეც გასულ წელს იყვნენ.

ზელენსკის მტკიცებით, რუსებმა ვერცერთ თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწიეს: მათ სრულად ვერ დაიკავეს დონბასი და ვერც უკრაინის დედაქალაქი აიღეს.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსები ყოველთვიურად 30 000-35 000 ჯარისკაცს კარგავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე დიდ ღირებულებას ადამიანები წარმოადგენენ, შემდეგ კი ტერიტორიის საკითხი.

კითხვაზე, როგორ შეიცვალა ძალების განლაგება ფრონტის ხაზზე ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში, ზელენსკიმ უპასუხა:

„თითქმის ერთსა და იმავე პოზიციებზე ვართ, მხოლოდ დანაკარგები იზრდება. რუსებს ჩვენი თავდაცვითი ხაზების გარღვევა არ შეუძლიათ, მაგრამ ყოველდღე ცდილობენ. შესაბამისად, მათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევა არ შეუძლიათ, ამიტომ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმებით ქაოსის შექმნას ცდილობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.