ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ზელენსკი შეხვედრას გამართავს ფინელ კოლეგა ალექსანდრ სტუბთან, რომელზეც განხილული იქნება ფინეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა და ძალისხმევები რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.
ფინეთის პრეზიდენტის კანცელარიის თანახმად, ზელენსკისა და სტუბის შეხვედრას ასევე დაესწრებიან ფინეთის ფინანსთა მინისტრი რიიკა პურა, თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი და საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების წარმომადგენლებთან, ფინეთის პარლამენტის სპიკერ იუსი ჰალა-აჰოსთან და პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე