ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურისა და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურისა და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურისა და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„უკრაინის სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ყველა ხელმძღვანელი შევკრიბე, გენერალურ პროკურორთან ერთად. ეს ძალიან საჭირო შეხვედრა იყო. გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი შედგა. ჩვენ საერთო მტერი გვყავს: რუსი ოკუპანტები. მადლობას ვუხდი დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას, კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურორს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, შეხვედრაში მონაწილე მხარეები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ერთობლივ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
„ყველას გვესმის ის, რასაც საზოგადოება ამბობს. ვხედავთ, რას ელიან ადამიანები სახელმწიფო ინსტიტუტებისგან - ინსტიტუტების მიერ სამართლიანობის უზრუნველყოფასა და მათ ეფექტურ ფუნქციონირებას. ჩვენ აუცილებელი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო გადაწყვეტილებები განვიხილეთ, რომლებიც თითოეული ინსტიტუტის მუშაობას გააძლიერებს და საფრთხეებს აღმოფხვრის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.