ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში დრონების წარმოებისთვის აშშ 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში დრონების წარმოებისთვის აშშ 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს

უკრაინაში დრონების წარმოებისთვის აშშ 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კიდევ ერთი ცალკეული პაკეტი მზადდება - უკრაინული დრონების წარმოების დაფინანსებისთვის, 800 მილიონი დოლარი. უკრაინა ამ მხარდაჭერისთვის მადლიერია. ჩვენ გვჭირდება, რომ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური საფრთხის მიუხედავად, უკრაინამ თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა შეძლოს. ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას „გამარჯვების გეგმის განხორციელების კონკრეტული ნაბიჯები“ განიხილა.
ცნობისთვის, დღეს, კიევში ვიზიტით მყოფმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.