ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას კიდევ 9 ქვეყანასთან გეგმავს

უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კიდევ ცხრა ქვეყანასთან აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი განმარტებით, „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ სულ 32 ქვეყანა შეუერთდა.
„ეს არის 32 ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ, ან მიმდინარეობს ხელმოწერის პროცესი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე. 23 ქვეყანას უკვე აქვს შესაბამისი შეთანხმებები უკრაინასთან, ეს მოიცავს ყველაფერს დაწყებული ფულიდან იარაღამდე და ჰუმანიტარული დახმარებიდან რეკონსტრუქციამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი ინფორმაციით, ამ შეთანხმებების დაახლოებითი ღირებულება 38 მილიარდი აშშ დოლარია, რაც კარგი შედეგია.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტის კვირაში ხელი მოეწერა უსაფრთხოების შეთანხმებებს პოლონეთთან, ლუქსემბურგთან და რუმინეთთან. ასევე სამიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებას, „უკრაინის კომპაქტს“ - მრავალმხრივ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებებს მოიცავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.