ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, აშშ-სგან სამხედრო დახმარება კრედიტით მიიღოს - ჩვენ ერთი არჩევანი გვაქვს: გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, ამერიკული დახმარება კრედიტით მიიღოს.
ზელენსკიმ აშშ-ის სამხედრო დახმარებას "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" უწოდა და ასევე დასძინა, რომ უკრაინა "სიტუაციის მძევალია".
”სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი შეერთებულ შტატებში საშინაო პოლიტიკურ საკითხად იქცა, თუმცა ეს არის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, შეერთებულმა შტატებმა რომ კიევს შესთავაზოს სამხედრო დახმარება „დღესვე კრედიტით“ ან „უფასოდ ერთი წლის შემდეგ“, ის პირველ ვარიანტს აირჩევს.
„უკრაინას რომ შესთავაზონ ყველაფრის კრედიტით მიცემა დღესვე ან უფასოდ ერთ წელიწადში, ვიტყოდით: „მხოლოდ დღესვე“. ჩვენ ერთი არჩევანი გვაქვს - გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ. ვცდილობთ ამის გაკეთებას სხვადასხვა გზით. მნიშვნელოვანია - რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.