ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა - ამოცანა ნათელია: ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების სწრაფად შემუშავება

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, გუნდთან ერთად, უკვე აშშ-სკენ გზაშია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, აშშ-ში გაფრენამდე რუსტემ უმეროვმა ანგარიში წარუდგინა.
„ამოცანა ნათელია: ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების სწრაფად შემუშავება. უკრაინა აშშ-თან კონსტრუქციულად მუშაობას აგრძელებს. კვირა დღეს მუშაობის შემდეგ ჩვენი დელეგაციის ანგარიშს მოუთმენლად ველი. უკრაინა ღირსეული მშვიდობისთვის მუშაობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.