ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის დაზვერვა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსეთის მიერ “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების გამოყენება არ დაუშვას ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციის სხვა მცდელობებისთვის

უკრაინის დაზვერვა მუშაობს, რათა რუსეთის მიერ “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების ევროპაში დივერსიებისთვის გამოყენება არ დაუშვას.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენი დაზვერვა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსეთის მიერ ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების გამოყენება არ დაუშვას ევროპაში დივერსიებისთვის და დესტაბილიზაციის სხვა მცდელობებისთვის. ყველა საჭირო ინფორმაციას ვაწვდით პარტნიორებს და გათვლა გვაქვს, რომ რუსული ჩარევისთვის წინააღმდეგობა გაცილებით უფრო ძლიერი იქნება. სხვა რუსები ტანკერებს არა მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ ფული გამოიმუშაონ ომისთვის, არამედ სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობისთვისაც. ამის შეწყვეტა სრულიად რეალურია”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება