არქივი3 იანვარი, 2026, 01:58
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი გახდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი გახდება. ის უკრაინის მთავრობაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრია და 34 წლისაა.
ზელენსკის თქმით, მან თავდაცვის მოქმედ მინისტრ დენის შმიგალს სახელმწიფო საქმიანობაში სხვა მიმართულება შესთავაზა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის. ფედოროვი მანამდე იყო უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ციფრული ტრასნპორმაციის მინისტრი.
ამავე ვიდემიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები კიდევ განხორციელდება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.