ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„უკვე ფაქტობრივად მზად არის საბაზისო დოკუმენტი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, შესაბამისად, მთელი მთელი ჩვენი ევროპისთვისაც. დეტალები ყურადღებით მუშავდება, ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული," - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ახლა რუსეთს უნდა მოვაწვეთ საბრძოლო ქმედებების შეწყვეტამდე - შეხვედრის ფორმატამდე, რომელიც იმუშავებს, საიმედო სიჩუმემდე, რათა რუსეთმა მკვლელობები და დარტყმები შეწყვიტოს“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლებელი იქნება თუ უკრაინა ევროპასთან, აშშ-თან და სხვა გლობალურ სუბიექტებთან ერთად იმოქმედებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.