არქივი25 აგვისტო, 2025, 15:27
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და ამერიკის წარმომადგენლები კვირის ბოლოს შეხვედრას გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კვირის ბოლოს უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინასა და რუსეთს შორის სამომავლო მოლაპარაკებების შესაძლებლობა განიხილება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს გაიმართება შეხვედრა კიტ კელოგთან რუსულ მხარესთან სამომავლო შეხვედრის შესაძლებლობისთვის მზადების განხილვის მიზნით. კვირის ბოლოს კი უკრაინისა და ამერიკის გუნდების შეხვედრა გაიმართება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.