მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის განიხილოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განთავსების შესახებ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და -ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, მან ჰკითხა მათ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებამდე.
„გულწრფელად გეტყვით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე. შეგახსენებთ, მან შემოგვთავაზა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ჯარების ნაწილი იმყოფებოდნენ უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზე, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება, სანამ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. მანამდე ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო გაგება, თუ როდის იქნება უკრაინა ევროკავშირში და როდის – ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!