ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარების გეგმის გამოცხადებას 24 თებერვალს გეგმავს – მედია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარების გეგმის გამოცხადებას 24 თებერვალს გეგმავს – მედია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარების გეგმის გამოცხადებას 24 თებერვალს გეგმავს – მედია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმას გამოაცხადებს, - ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, კიევი რუსეთთან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმისა და ეროვნული არჩევნების ერთდროულად ჩატარების საკითხს განიხილავს.
Reuters-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და უკრაინის მომლაპარაკებლების მიერ განხილული ჩარჩოს თანახმად, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინელ ამომრჩეველს რეფერენდუმზე წარედგინება და ხმის მიცემა ეროვნული არჩევნების პარალელურად მოხდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.