ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ

უკრაინას პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველამ ვიცით, უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ომის დროს არჩევნები ჩატარდეს. მსოფლიოში უკრაინისგან ეს არავის მოუთხოვია და არც ითხოვს. უკრაინას პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინაში არიან ადამიანები, რომელთაც ქვეყნის შიგნით ბრძოლა უფრო სურთ, ვიდრე სახელმწიფოსთვის.
„მათ პოლიტიკური დებატები სანგრებშიც სურთ, ისევე როგორც ტელესტუდიებში. ეს უკრაინისთვის დამღუპველია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.