ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი: უკ­რა­ი­ნამ ნავ­თობ­სა­დე­ნი “დრუჟ­ბა“ აღად­გი­ნა, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს გა­რან­ტი­ე­ბი, რომ რუ­სე­თი კვლავ არ და­ბომ­ბავს მას

უკ­რა­ი­ნამ ნავ­თობ­სა­დე­ნი “დრუჟ­ბა“ აღად­გი­ნა, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს გა­რან­ტი­ე­ბი, რომ რუ­სე­თი კვლავ არ და­ბომ­ბავს მას, – ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, რო­გორც გან­სა­ზღვრუ­ლი იყო ევ­რო­კავ­შირ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, უკ­რა­ი­ნამ და­ას­რუ­ლა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნავ­თობ­სა­დენ “დრუჟ­ბას“ სექ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი დარ­ტყმის შე­დე­გად იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

  • “ნავ­თობ­სა­დენს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლია. იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ არა­ვის არ შე­უძ­ლია იმის გა­რან­ტი­რე­ბა, რომ ნავ­თობ­სა­დე­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე რუ­სუ­ლი დარ­ტყმე­ბი არ გან­მე­ორ­დე­ბა, ჩვენ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სა­ბა­ზი­სო პი­რო­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყვეს ნავ­თობ­სა­დე­ნის სის­ტე­მი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მუ­შა­ო­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის.

ამას უკ­რა­ი­ნის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტის განბ­ლოკ­ვას­თან ვა­კავ­ში­რებთ, რო­მე­ლიც უკვე იქნა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს მიერ. მაგ­რამ იმე­დი გვაქვს, რომ პარტნი­ო­რე­ბი შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს გა­დად­გა­მენ უკ­რა­ი­ნის­თვის [მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის] კლას­ტე­რებ­ზეც – სა­მუ­შა­ოს ჩვე­ნი ნა­წი­ლი უკვე შე­ვას­რუ­ლეთ პირ­ველ კლას­ტე­რებ­ზე. და­მა­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ომის­თვის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ტე­მუ­რი სა­სან­ქციო ზე­წო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა და ევ­რო­პის­თვის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის კი­დევ უფრო დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. ევ­რო­პა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყოს მათ­გან, ვინც ევ­რო­პის გა­ნად­გუ­რე­ბას ან და­სუს­ტე­ბას ცდი­ლობს,” – წერს ზე­ლენ­სკი.

ასევე დაგაინტერესებთ