ვოლოდიმირ ზელენსკი – ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს პასუხს აუცილებლად იგრძნობს – რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

დღეს, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 45 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისი თქმით, ტერორისტი სახელმწიფო უკრაინის პასუხს იგრძნობს.
„სამწუხაროდ, დღევანდელი დილა კვლავ მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყო. ხარკოვი, ზაპოროჟიეს ოლქი, კრივოი როგი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავდა 45 ადამიანი და ამ დროისთვის ცნობილია 4 დაღუპულის შესახებ. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს! ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს პასუხს აუცილებლად იგრძნობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის სამ რეგიონში – დონეცკში, ხერსონსა და ხმელნიცკში, გადაუდებელი სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემდეგი თვე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დატვირთული იქნება.
„ბევრი ნაბიჯი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შევძლებთ. ჩვენს პარტნიორებთან უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ვიმუშავებთ. ვიმუშავებთ ახალი სანქციების შესახებ. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. კიდევ ერთ პრიორიტეტულ ამოცანას რეალური გადაწყვეტილებების უკრაინის ინტერესების მიხედვით გამოყენება და შემდეგ სამართლიანობის აღდგენის მიზნით რუსული აქტივების კონფისკაცია წარმოადგენს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება