ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვის დონე საშუალებას გვაძლევს რუსული თვითმფრინავების აფრენის დროს ქვეყანა არ გავაჩეროთ
საჰაერო თავდაცვის დონე საშუალებას გვაძლევს რუსული თვითმფრინავების აფრენის დროს ქვეყანა არ გავაჩეროთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს ცალკე განკარგულება მივეცი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს „კინჟალების“ მატარებელ თვითმფრინავებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, რომლებიც საჰაერო განგაშის დროს ჩვენს ქვეყანას აჩერებენ.
საჰაერო თავდაცვის ჩვენი დონე და მთლიანობაში სარაკეტო საფრთხეებისადმი მზაობა საშუალებას გვაძლევს გარკვეულწილად გავათანამედროვოთ რეაგირება - ქვეყნის არასაჭირო გაჩერებები გარეშე. ეს მილიონობით ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამის წინადადებებს ველი,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.