ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ საფრანგეთს ეწვევა და ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონი ზელენსკის ოთხშაბათს საღამოს უმასპინძლებს და შეხვედრაზე 27 მარტს დაგეგმილ უსაფრთხოების სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
„სახელმწიფოს მეთაური დაუდასტურებს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება და გაძლიერება კვლავ საფრანგეთის მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.