– სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ უკრაინის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესს იმისთვის, რომ წითელი მოედანის ტრიბუნაზე უკეთესი ადგილი მოიპოვონ

ვაფასებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, წელს ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ ამ პროგრესს – არა იმისთვის, რომ საკუთარი ერების ინტერესებს ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ წითელ მოედანზე ტრიბუნაზე უკეთესი ადგილის მოიპოვონ“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს ევროპულმა ღირებულებებმა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა.
„ჩვენთვის, ევროპაში, მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად გაიმარჯვოს ევროპულმა ღირებულებებმა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა. მადლიერები ვიქნებით ჩეხეთის რესპუბლიკის ამ პოზიციის ევროპულ დონეზე მხარდაჭერისთვის. ევროპა ძლიერი უნდა იყოს, რათა მასში შემავალი ყველა ერის ინტერესები დაცული იყოს“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა