ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობითაა შესაძლებელი

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობითაა შესაძლებელი

რუსეთის არმიამ, მიმდინარე კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 900-მდე საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 900 საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ი და 40-ზე მეტი რაკეტა. რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობით - უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში ერთიანობით და ომთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლის მოხდენაში ერთიანობით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით დაბომბეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.