რუსეთის ტყვეობაში დაღუპულ ჟურნალისტზე – ეს ნამდვილი დარტყმაა

რუსეთის ფედერაციის ტყვეობაში ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას გარდაცვალება ნამდვილი დარტყმაა მათთვის, ვინც მას იცნობდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ყველასთვის უაღრესად მტკივნეული საკითხია ტყვეებთან და დეპორტირებულებთან დაკავშირებული საკითხები.
„გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთში ტყვეობაში გარდაიცვალა. მრავალი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი დაღუპვა ნამდვილი დარტყმაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბევრი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, თემის ლიდერი ოკუპირებული ტერიტორიიდან, უბრალო ადამიანი კვლავ რუსეთის ტყვეობაში რჩება და რომის პაპთან შეხვედრისას მთავარი თემა უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნების საკითხი იყო.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა