ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს კურსკში 50 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული

კურსკის ოპერაციის წყალობით, საოკუპაციო არმიის 50 000 ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების სხვა მიმართულებებზე ვერ განლაგდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დეტალური მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან. კურსკში ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს – საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 000 წევრს, რომელიც, კურსკის ოპერაციების წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის დარტყმების სხვა მიმართულებებზე ვერ გაიგზავნება “, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის არსენალებზე განხორციელებულმა დარტყმებმა შეამცირა იმ არტილერიის რაოდენობა, რომელსაც ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ.
„ეს შესამჩნევია ფრონტზე. სწორედ ამიტომ, გვჭირდება შორი მოქმედების გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან – ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან. ეს არის ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად