ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით დაბომბვას აგრძელებს - უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით დაბომბვას აგრძელებს - უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენების თანახმად, რუსულმა დანაყოფებმა დღეს დილით ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით 59 დაბომბვა და 5 თავდასხმითი შეტევა განახორციელეს.
„ჩვენი ჯარისკაცები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა სარკისებურად გააგრძელებს მოქმედებას. გუშინ 18:00 საათიდან დღეს 00:00 საათამდე რუსეთის არმიის მიერ განხორციელდა 387 დაბომბვა და 19 თავდასხმითი მოქმედება. რუსებმა დრონები 290-ჯერ გამოიყენეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის შთაბეჭდილების შექმნას, მაგრამ უკრაინისთვის დანაკარგების მიყენებას არ წყვეტს.
„საერთო ჯამში, აღდგომის დილის მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის ზოგადი შთაბეჭდილება, მაგრამ ზოგჯერ არ წყვეტს წინსვლისა და უკრაინისთვის დანაკარგების მიყენების ცალკეულ მცდელობებს. რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის წინადადება 20 აპრილის 24:00 საათიდან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება და ქვეყანა ფრონტზე არსებული რეალური ვითარების შესაბამისად უპასუხებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.